ისტ-ის გამოყენება

Friday, December 4, 2009

ფოტო მასალა


ზვავი

ღვარცოფი

მეწყერი

საქართველოს რელიეფთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები

1.საქართველო მთიანი ქვეყანაა, ტერიტორიის ერთი მესამედი ზღვის დონიდან 1000 მ-ზე მაღლა მდებარეობს, ამის გამო ქვეყანა რთული ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დგას. ხშირია ისეთი სტიქიური მოვლენები როგორიცაა ზვავი, მეწყერი, ღვარცოფი და სხვა.
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა დაადგინონ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და იპოვნონ გადაჭრის გზები.
განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე:
ზვავი _ დამანგრეველი ძალის სტიქიური მოვლენაა.
მის გამომწვევ მიზეზთაგან აღსანიშნავია:
ა) თოვლის საფარის სისქე (1 მ-ზე მეტი)
ბ) ფერდობის დახრილობა (300)
საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყოფა ოთხი ზვავსაშიში ზონა.
1) დიდი ზვავსაშიში ზონა _ მოიცავს კავკასიონიოს მაღალმთიან ლანდშაფტს
2) საშუალო ზვავ საშიში ზონა _ ვრცელდება საქართველოს დანარჩენ მაღალ მთიან რაიონებში
3) მცირე ზვავ საშიში ზონა _ კავკასიონის საშუალო და დაბალ მთებში
4) უმნიშვნელო ზვავ საშიში ზონა _ მცირე კავკასიონის და სამხ. მთიანეთის საშუალო და დაბალ მთებს
მეწყერი _ ეწოდება სიმძიმის ძალის მოქმედების შედეგად ნიადაგის ან ქანის
მოწყვეტას და მოსხლეტით გადაადგილებას ფერდობის დახრილობის
მიხედვით
მეწყერი წარმოიქმნება მაშინ როცა ფერდობის დახრილობა აღემატება 150—ს. გამომწვევი მიზეზებია: 1) ტერიტორიის გეოლოგიური აგებულება
2) ნალექების რაოდენობა
3) ფერდობის წყლით გაჟღენთის ხარისხი
ძირითადი მეწყერსაშიში ერთეულები:
თრიალეთის და გომბორის ქედები
იმერეთი,აჭარა-გურია, რაჭA-ლეჩხუმი.
ღვარცოფი (ანუ სელი) _ ეწოდება ტალახიან ნაკადს რომელიც უეცრად
წარმოიქმნება მთის მდინარეთაა ხეობებში,
ინტენსიური წვომების ან თოვლის დნობის შედეგად

აქტიური ღვარცოფებით ხასიათდება მდინარე თერგისა (ყაზბეგი) და დურუჯის (ყვარელი) ხეობები.ღვარცოფი წარმოიქმნება იქ სადაც ხელსაყრელი გეოლოგიური პირობებია, კერძოდ ფხვიერი ქანები და მორენა.
პროექტზე მუშაობისას კლასი იყოფა ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი მუშაობს მის მიერ შერჩეულ პრობლემაზე,ყოველივე ეს ხდება წინარე ცოდნაზე დაყრდნობით, კერძოდ, მოსწავლეები კიდევ ერთხელ საფუძვლიანად ეცნობიან საქართველოს რელიეფს,კლიმატს და ნიადაგურ საფარს. გაკვეთილზე ხდება მათ მიერ მოპოვებული მასალების, როგორც ფოტო ისე ვიდეო, ჩვენება-პრეზენტაცია,იმართება დისკუსიები ჯგუფებს შორის.
მოსწავლეები შეფასება ხდება წინასწარ შერჩეული კომპონენტების მიხედვით:
პრეზენტაცია 50%
მიმდინარე 30%
ჩართულობა 20 %

proeqtis Sefasebis rubrika

kriteriumebi

indikatori

qulebi

prezentacia

vizualuri nawili

8


Sesabamisoba

davalebasTan

10



mimdinare davaleba

Temis arasrulfasovani

wardgena

6


Temis srulyofilad wardgena

10



pasiuri

3

CarTuloba

naklebad aqtiuri

6


aqtiuri

10

samuSao ena: qarTuli

saWiro masala da teqnikuri resursebi: IX klasis ZiriTadi da alternatiuli

saxelmZRvaneloebi,saq. fizikuri ruka

saq. orografiuli ruka.

1 kompiuteri, proeqtori,ekrani,

veb gverdi: www.google.com

proeqtis fasilistatori: Tamar kutubiZe

el. fosta: tamunatamu@gmail.com